Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | შესაძლებელია თუ არა ფიზიოლოგიური მშობიარობა საკეისროს შემდეგ - ცნობილი გინეკოლოგის რჩევები ქალებს
ambebi.ge
26 June 2016, 12:20
ჯანდაცვის სამინისტროს კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ საქართველოში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი - 37%-ია, ამის მიზეზად კი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. ამ საკითხზე სასაუბროდ ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილ ადამიანს მივმართეთ - თბილისში ცნობილ მეან-გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორს, ბატონ ამირან ქორიძეს.

ბატონი ამირანი წლებია უშუალოდ არის ჩართული საქმეში და ბევრი სიცოცხლე დაბადებულა მის ხელში. ბევრ ცნობილ ქალბატონსაც უმშობიარია მასთან. ისეთმა ვარსკვლავებმა ანდეს საკუთარი ჯანმრთელობა და შვილების ბედი, როგორებიც არიან ნინი ბადურაშვილი, ნინო ანანიაშვილი, გოგოლა კალანდაძე, ხატია სიჭინავა და სხვები.

- ფიზიოლოგიური მშობიარობაა ზის როგორც ქალის, ასევე ახალშობილის ბუნებაში. ბავშვმა უნდა გაიაროს სამშობიარო გზები, რის შემდეგაცდ უფრო მომზადებული ხვდება ახალ გარემოს. მაგრამ, არც ექიმისთვის და არც პაციენტისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს ის, რომ ქალმა მაინცდამაინც ბუნებრივად იმშობიაროს. როდესაც ყველაფერი მიდის ნორმის ფარგლებში და არ გვაქვს რაიმე გართულება, არ ვდგავართ რაიმე სახის რისკის წინაშე, რასაკვირველია, კარგია ფიზიოლოგიურად მშობიარობა. მით უმეტეს რომ, ამ დროს თავად ქალი მონაწილეობს ბავშვის დაბადებაში, რაც მას თავდაჯერებულობას ჰმატებს, საკეისრო კვეთის დროს Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. კი ამას მოკლებულნი არიან დედები. გარდა პირადი გადაწყვეტილებისა, არსებობს ეროვნული გაიდლაინები და პროტოკოლები, სადაც გაწერილია, რა ჩვენების დროს უნდა გაკეთდეს საკეისრო. საკეისრო კვეთა შეიძლება ჩატარდეს როგორც დედის, ასევე ბავშვის ჩვენებით, როდესაც ერთს ან მეორეს რაიმე გართულება აქვს, უმჯობესი ხდება რისკების თავიდან ასაცილებლად ამ გზით მოევლინოს ბავშვი ქვეყანას.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალშობილების გარდაცვალების შემთხვევები საკეისროს დროს უფრო მეტია. ყველაფერი ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში გაზრდილია საკეისროს გზით ბავშვის დაბადების შემთხვევები, ევროპის კონტინენტზე, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 70%-მდე ავიდა, ამიტომ ყველა ცდილობს, რაღაცნიარად მოხდეს შემცირება. აშშ-ში რომ ეგონათ, მაჩვენებელი 37-38% იყო, ბოლო კვლევების შედეგად 50%-ს გადასცდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ სტატისტიკაც ყოველთვის ზუსტი არ არის.

- არსებობს მოსაზრება, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები უფრო რთული გასაზრდელები არიან, ხშირად ავადმყოფობენ და ა.შ., ვიდრე ფიზიოლოგიური გზით მოვლენილები... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი